top of page
ГЛАВНАЯ

თქვენ ხართ  კომერციული უძრავი ქონების ობიექტის მესაკუთრე

ჩნდება მრავალი კითხვა:  

  • როგორ დავაჩქაროთ უკუგება;

  • როგორ მივიღოთ მაქსიმალური შემოსავალი;  

  • როგორ შევავსოთ ობიექტი მოიჯარეებით;

  • როგორ მივაღწიოთ ობიექტის მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაციას.  


ჩვენ მზა გადაწყვეტილებები გვაქვს ნებისმიერი ამოცანისათვის, რომელიც შეიძლება წარმოეშვას ობიექტის მესაკუთრეს.  

 

ჩვენ მოვიცავთ ობიექტის მთელ სასიცოცხლო ციკლს: დაწყებული  ექსპლუატაციის შესახებ კონსულტაციებიდან ჯერ კიდევ პროექტირების სტადიაზე, დამთავრებული  კომერციული უძრავი ქონების ობიექტის მართვითა და რედეველოფმენთით.

თუ გინდათ შეამციროთ ობიექტის მომსახურების ხარჯები, გთავაზობთ ტექნიკური ექსპლუატაციისა და  დასუფთავების მომსახურებების  პაკეტს.

ჩვენი სპეციალისტების აქტიური მუშაობა დაგეხმარებათ, რომ შეამციროთ სათავსოს მოცდენით გამოწვეული დანაკარგები.  

 

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ასამაღლებლად, Prima Management-ს  შემუშავებული აქვს ობიექტის მოიჯარეებით შევსებისა და მათი როტაციის პროგრამა. კომპანია  ასევე ეწევა საბროკერო მომსახურებას.

 

მაქსიმალური ეფექტი მოაქვს ყველა სახის მომსახურების კომპლქსურ თავმოყრას, კომერციული უძრავი ქონების მართვის  აპრობირებული მეთოდიკის გამოყენებით.  



უძრავი ქონების მესაკუთრეთა პროგრესულად მოაზროვნე ნაწილის რიცხვი  საქართველოში მუდმივად მატულობს. ადამიანები სულ უფრო ხშირად აცნობიერებენ, თუ რაოდენ აუცილებელია უძრავი ქონების მართვის პროცესების აუთსორსინგი.

რატომ   PRIMA MANAGEMENT-ი ?

თქვენი საკუთარი სამსახურები

აუცილებლობა დამატებით მენეჯმენტში. დანახარჯები ხელფასებზე, გადასახადებზე და სწავლებაზე

არარაციონალური შესყიდვები და ხარჯები

პასუხისმგებლობა ზედამხედველი ორგანოების წინაშე, მუდმივი ატესტაციები

ადამიანურ ფაქტორზე დამოკიდებულება

აფილირებული სამსახურები ქმნიან ნიადაგს მფლობელებს შორის კონფლიქტისათვის

პერსონალის მოტივაცია შედეგზე დაბალია, შედეგად კი დაბალია მთლიანად პროექტის შემოსავლიანობა

PRIMA MANAGEMEN-ის პროფესიონალური მომსახურება

კომპანიას შტატში ჰყავს თანამშრომლებისა და მენეჯერების პროფესიონალური გუნდი

ფიქსირებული გამჭვირვალე ბიუჯეტი. სისტემატიზირებულია კონტროლისა და ანგარიშგების პროცესი

იურიდიული პირის პასუხისმგებლობა კონტრაქტით

იურიდიული პირის პასუხისმგებლობა კონტრაქტით   (ადამიანური რისკები)

გარეშე კომპანია მესაკუთრეებს შორის კონფლიქტების ნიველირებას ახდენს

კონტრაქტის პირობები მაქსიმალურადაა შედეგზე მოტივირებული, შედეგად კი მაღალია პროექტის შემოსავლიანობა.

bottom of page