top of page
ГЛАВНАЯ

FACILITY MANAGEMENT

Facility Management - ეს არის ტექნიკური ექსპლუატაციის მართვა, რაც უზრუნველყოფს კომერციული უძრავი ქონების შუფერხებელ მუშაობას.

 

Facility management - ის  ამოცანებში შედის რესურსების მომწოდებლების კონტროლი, სერვისული სამსახურების კონტროლი და მუშაობის ორგანიზაცია,  სარემონტო და ავარიული სამუშაოების ორგანიზაცია.

 

ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღარ შეწუხდებით ელექტროქსელების, თბოქსელების, წყალმომარაგების, კონდიციონირებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობის, რემონტისა და მომსახურების, სამშენებლო, მოსაპირკეთებელი და სანტექნიკის სამუშაოების პრობლემებით.  

 

წარსულს ჩაბარდება  სათავსოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების, შენობისა და ტერიტორიის დაცვის, შენობისა და ტერიტორიაზე დაშვების კონტროლის პრობლემები.  

 

თქვენ აღარ მოგიწევთ დამატებითი კომპანიების ძებნა, რომლებიც თქვენთვის განახორციელებენ ტექნიკურ აუდიტს, საექსპლუატაციო ხარჯების აუდიტს, ხელშეკრულებების მენეჯმენტს, ანგარიშების წარმოების მართვას. ამ ყველაფერს თქვენთვის გააკეთებს  PRIMA MANAGEMENT.

 

Facility management-ის  მომსახურებებზე შეკვეთის  გაფორმების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ  დაკავდეთ თქვენი ძირითადი საქმიოანობით და არ დაკარგოთ ზედმეტი დრო თქვენთვის არაპროფილური ამოცანების გადასაწყვეტად!

bottom of page