top of page
ГЛАВНАЯ

დასუფთავება

გთავაზობთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას  კომერციული და საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების პროფესიონალური დასუფთავების სრული სპექტრის  მომსახურებაში.  

ეს გახლავთ მზა გადაწყვეტილებების მთელი კომპლექსი, თუ როგორ დავიცვათ სისუფთავე თანამედროვე საშყუალებებისა და აღჭურვილობის გამოყენებით.  ეს არის თქვენი ბიზნეს-ცენტრის ან ცალკეული ოფისის, მსხვილი სავაჭრო-გასართობი კომპლექსის ან მაღაზიის, ინდუსტრიული პარკის შენობის ან ცალკეული საამქროს, ლოჯისტიკის კომპლექსის, მცირე ზომის საწყობის, ფიტნეს-ცენტრის დალაგების მკაფიო ორგანიზაცია. 


ჩვენი პერსონალი მომზადებულია „საცხოვრებელი და საწარმოო დანიშნულების ნაგებობებისა და შენობების დასუფთავების მომსახურების“ სტანდარტული სასწავლო პროგრამით. გვყავს სპეციალისტების პროფესიონალური გუნდი, რომლსაც შეუძლია  ნებისმიერ სირთულესა და არასტანდარტულ სიტუაციებს  გაუმკლავდეს  ობიექტზე.

 

 

ძირითადი მომსახურებები 

  • შიდა სათავსოების კომპლექსური და  ზოგადი დასუფთავება;  

  • მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;  

  • სამშენებლო მოედნების გენერალური და მშენებლობის შემდგომი დასუფთავება;

  • მაღლივი სამუშაოები; 

  • მყარი იატაკის საფარების მოვლისა და აღდგენის კომპლექსური სამუშაოები ; 

  • ხალიჩების წმენდა.  

 

 

ჩვენი უპირატესობები  

  • ყოველთვის გვაქვს მომსახურების ღირებულების რამდენიმე ვარიანტი  დამკვეთთან შეთანხმებით,  მათ შორის  ვირჩევთ ოპტიმალურს - კონკრეტული ბიუჯეტის მიხედვით;  

  • მომწოდელებთან კარგად აწყობილი კავშირების ხარჯზე, ჩვენ  სწრაფად ვიძენთ საჭირო აღჭურვილობას. ამასთანავე, გვაქვს  საკუთარი სარეზერვო აღჭურვილობის პარკი, სასწრაფო შეცვლის აუცილებლობის შემთხვევებისათვის;  

  • კომპანიის სტრუქტურაში გვყავს ჩვენი ტექნოლოგები, რომლებიც არჩევენ ქიმიურ საშუალებებსა და დასუფთავების სათანადო ტექნოლოგიებს,  აგრეთვე შიდა კონტროლის განყოფილების სპეციალისტები, რომლებიც სისტემატურად ამოწმებენ გაწეული მომსახურების ხარისხს;  

  • ჩვენ მზად ვართ, რომ 2-3 დღეში შევუდგეთ  ნებისმიერი მოცულობის სამუშაოს შესრულებას;  

  • დამკვეთის არჩევანით, ჩვენს თავზე ვიღებთ სველი წერტილების  სახარჯი მასალებით უზრუნველყოფას. ყველა სახარჯი მასალის ღირებულება დამკვეთის მიერ  გადაიხდება მიმწოდებლებისაგან ინვოისების წარდგენით,  Open Book პრინციპით. ჩვენი კომპანია არ ადებს დამატებით ფასს სახარჯ მასალებზე,  ჩვენ მხოლოდ ორგანიზებას ვუწევთ დროული შეკვეთების, მიწოდების, გადმოტვირთვის, გახარჯვის კონტროლის პროცესს, რაზედაც  ყოველთვიურად წარვუდგენთ ანგარიშებს დამკვეთს.  

bottom of page