ბროკერაჟი

Prima Management სპეციალიზირებულია საწარმოო დანიშნულების ობიექტებთან, საწყობებთან, საოფისე სათავსოებთან და ბიზნეს-ცენტრებთან მუშაობაში. გვაქვს სამრეწველო და კომერციული უძრავი ქონების კომპლექსების   გაყიდვების მნიშვნელოვანი გამოცდილება

კომერციული უძრავი ქონების მესაკუთრისათვის ჩვენ შგვიძლია:  

  • მოვიძიოთ ბიზნეს-ცენტრების, საოფისე სათავსოების, საწყობების, სამრეწველო პარკების პოტენციური მყიდველები და მოიჯარეები;  

  • წარვმართოთ  ეფექტური სარეკლამო კამპანია  თქვენი ობიექტის ხელსაყრელი პოზიციისთვის;  

  • ჩავატაროთ უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის ექსპერტიზა და მოვამზადოთ ობიექტი გასაყიდად;  

  • შევაფასოთ კომერციული უძრავი ქონების ობიექტების საბაზრო ღირებულება;  

  • გავწიოთ პროფესიული კონსულტაცია ობიექტის საიჯარო გადასახადის განაკვეთის დონის შესახებ;  

  • მოვამზადოთ სათავსოების ნასყიდობისა და იჯარის ხელშეკრულებები;  

  • განვახორციელოთ უძრვი ქონების ობიექტზე საკუთრების უფლების  რეგისტრაცია.

    
შენობებისა და სათავსოების მოიჯარეებსა და მყიდველებს ჩვენ ვეხმარებით:  

  • უძრავი ქონების ობიექტების - ბიზნეს-ცენტრების, საოფისე სათავსოების, საწყობებისა და ლოჯისტიკის კომპლექსების, საწარმოების მოსაწყობი სამრეწველო მოედნებისა და ინდუსტრიული პარკების, მიწის ნაკვეთების  ვარიანტების შერჩევაში მათ შესასყიდად;

  • ოფისების, საწარმოო სათავსოების, მაღაზიების, საწყობების იჯარით ასაღებად მოძიებაში;

  • უძრავი ქონების ობიექტის დათვალიერების ორგანიზებაში;

  • ობიექტის მოიჯარესთან ან მესაკუთრესთან პირობების შეთანხმებაში, დოკუმენტების ხელმოსაწერად მომზადებაში.

 

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს,  წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას თითოეული ობიექტის შესახებ,  გაგიწევთ კონსულტაციებს ყველა იურიდიულ ნიუანსში!


ასეთი შედეგიანი მუშაობის წყალობით,  თქვენ სრული წარმოდგენა შეგექმნებათ კონკრეტულად თქვენთვის  საინტერესო უძრავი ქონების ობიექტების ბაზრის შესახებ და ზუსტად თქვენს  სასურველ ობიექტს იპოვით!